ქობულეთში, სოფელ ნაკაიძეებში, აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ, მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
„ ეს არის ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას, რომელიც ითვალისწინებს სავალი ნაწილის ასფალტირებას და სანიაღვრე სისტემის სრულად მოწესრიგებას. ფაქტობრივად აქ გზა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევდა გადაადგილების პრობლემას.
ამ პროექტის შედეგად იქნება აბსოლუტურად კეთილმოწყობილი გარემო.
სოფელი წარმოადგენს ქალაქ ქობულეთის გარეუბანს, არის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია დაახლოებით 50-დან 60 კომლამდე ცხოვრობს.
მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოები წარმოადგენს ქალაქ ქობულეთის გარეუბნების და მათ შორის ამ სოფლის სამომავლო ეკონომიკური განვითარების წინაპირობას. მითუმეტეს, რომ აქ არის ადამიანები, რომლებიც ავითარებენ სოფლად მეწარმეობას, სოფლად ტურიზმს. ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს და დასრულდება წარმატებით უახლოეს მომავალში“ – მირიან ქათამაძე