გრძელდება შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან .
დღეს სოფელ ბობოყვათისა და დაგვას წარმომადგემლებთან ერთად, მოსახლეობის საჭიროებებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და საყანე ფართობების დახვნა-დაფარცხვის სამუშაოების მიმდინარეობაზე.
აღნიშნული პროგრამები მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში დაიწყება. მერის წარმომაგენლებმა მოსახლეობის ინფორმრებულობა და ჩართულობა უნდა უზრუნველყონ. საყანე ფართობების დახვნა-დაფარცხვის სამუშაოების წარმოებისას, უნდა გაკონტროლდეს სამუშაოების მიმდინარეობა და ვადებში შესრულება.
სამუშაო თათბირი მერმა მირიან ქათამაძემ, მოადგილესთან ლევან ზოიძესთან, საქართველოს პარლამენტში ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაალ მიქელაძესთან, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გამართა.