ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში არსებული მდგომარეობა, მოსახლეობის საჭიროებები, მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები – საკითხებზე დღეს მერის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს.
სამუშაო თათბირზე მერმა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
✔ მიმდინარე კვირიდან მუნიციპალიტეტში იწყება საყანე ფართობების დახვნა-დაფარცხვის სამუშაოები. წარმომადგენლებს დაევალათ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება სამუშაოების მიმდინარეობას.
✔ უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება. მერის წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა პროგრამის განხორციელების კუთხით. შემდგომ კი განსახორციელებელი სამუშაოების კონტროლი.
✔ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კოვიდ მდგომარეობის გათვალისწინებით, დაიგეგმა მოსახლეობასთან შეხვედრები. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მოხდება მათი საჭიროებების მოსმენა და სამომავლოდ მოთხოვნების შესაბამისად პროგრამების, პროექტების დაგეგმვა და შესაძლებლობის ფარგლებში, ვადებში განხორციელება.
სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან, ეტაპობრივად იმართება.