ხალას ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
საუბარი სხვადასხვა, მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.
ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. დარჩენილია დასკვნითი ეტაპი. უახლოეს პერიოდში, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად ეტაპობრივად დაიწყება მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება.
გასულ წელს არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო დაიწყო, განხორციელდა და ნაწილი ამ დრომდე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია გამოვყოთ ხალა – ჩაისუბნის გზის მოწესრიგება, შიდა სასოფლო გზები ბეტონირება, ხალას საბავშვო ბაღის მშენებლობა. მიმდინარე წელსაც დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულების მოწყობა.
უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რაც დამატებით მისცემს ადგილობრივებს საშუალებას მათი საჭიროებების შესაბამისად დაგეგმონ პროექტები და შემდგომ განხორციელდეს სამუშაოები.
მიმდინარე კვირიდან იწყება საყანე ფართობების დახვნა-დაფარცხვა. პროგრამით გასულ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ათასობით ოჯახმა ისარგებლა. წელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1 000 ჰა-ზე მეტი ფართობი დამუშავდება. მათ შორისაა ხალას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლების სავარგულები.
გარდა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციებისა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მოისმინეს მათ საჭიროებები. მოსახლეობის თქმით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ადგილობრივებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა წარმოადგენს. ხელმძრვანელმა პირებმა საკიტხის შესწავლა და არსებული შესაძლებლობის ფარგლებში საკითხის გადაჭრას დაჰპირდნენ.
მოსახლეობამ ასევე ისაუბრა სასოფლო გზების მოწესრიგების თაობაზე.