მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება არსებულ რეგულაციების დაცვის თაობაზე მონიტორინგი. მათ შორის კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, მოქმედი შეზღუდვების შედეგად დაწესებულ რეგულაციებზე.
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ დაწესებულებების შემოწმებას და გასცემენ შესაბამის გაფრთხილებებს.
დღეის მდგომარეობით, პირბადის ტარების წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 15 ფიზიკური პირი.
გაფრთხილება მიეცა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ 25 ფიზიკურ პირს.