სამუზეუმო სივრცეები და სახელოვნებო დაწესებულებები კულტურული ტურიზმით დაინტერესებულ ვიზიტორებს მომზადებული ხვდება. არსებული რეგულაციების დაცვით ხდება სტუმრების მიღება.
არსებულ ექსპონანტებთან ერთად, ადგილზე მისულ დამთვალიერებელს მხატვარ ზაზა ცენტერაძის ნამუშევრების გამოფენა დახვდება. ექსპოზიცია მარტის შუა რიცხვებამდე იქნება სივრცეში წარმოდგენილი.
სამი თვის განმავლობაში მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს. სამომავლოდ კულტურული დაწესებულება ბევრ სიახლეს პირდება დამთვალიერებელს.