ქობულეთელი ხატია ჭყონია გასულ წელს 29 გოლით, ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერი გახდა. საქართველოს ნაკრებში გამართულ 25 შეხვედრაში მის ანგარიშზე 7 გოლი ირიცხება.
მიღწეული წარმატება ახალგაზრდა სპორტსმენს ქობულეთის მერმა მიულოცა. შეხვედრაზე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„მერიის მხრიდან ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის ექნებათ ხელშეწყობა. სასიხარულოა იმის მოსმენა, რომ ჩვენი კუთხის წარმომადგენლები ასეთ წარმატებას აღწევენ და ჩვენი სახელი გააქვთ სხვადასხვა ასპარეზზე. გვსურს ყველა სპორტსმენმა ჩვენი დიდი მხარდაჭერა იგრძნოს. ამისთვის ბევრს ვმუშაობთ და გავაგრძელებთ უფრო მეტის გაკეთებას. ხატიას კი რა თქმა უნდა უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ სამომავლო გეგმებში“- მირიან ქათამაძე