სოფელ ბუკნარში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

სოფელ ბუკნარში მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივებს სხვადასხვა საკითხის განხილვის პარალელურად მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ეცნობათ. ეს ეხება ბუკნარის ცენტრის რეაბილიტაციას, კეთილმოწყობას.

ცენტრის მოწესრიგება გულისხმობს ადგილზე დეკორატიული ფილების მოწყობას, გამწვანებული ტერიტორიებს, ახალ გარეგანათების სისტემას. ასევე დაიდგმება საპარკე სკამები, სავარჯიშო ტრენაჟორები, ფანჩატურები. მოეწყობა და მოპირკეთდება გარემო.

ცენტრების კეთილმოწყობის პროექტს მერია რამდენიმე წელია ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. სამომავლოდ ქობულეთში რამდენიმე ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობა იგეგმება.

პარალელურ რეჟიმში  ადგილობრივების საჭიროებების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე,  მოადგილეებთან ლევან ზოიძესთან და დავით ვერულიძესთან, უმაღლეს საბჭოს დეპუტატებთან ცოტნე ანანიძესთან და ფატი ხალვაშთან, საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან გიორგი გოგიტიძესთან და ჩაქვის მაჟორიტარ დეპუტატთან ქობულეთის საკრებულოში მამუკა შამილიშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდა.

           

Skip to content