საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.

სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2027 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ პროექტი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით დაუბრუნეს მერს.

2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების კეთილმოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა.

მნიშვნელოვან პრიორიტეტებად კვლავ რჩება გარემოს დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე განათლებისა და სპორტის ხელშეწყობა.

ბიუჯეტის პროექტთან ერთად, საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ.

   

Skip to content