ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების საერთაშორისო კონგრესი (NbS International Congress 2026)

საფრანგეთში, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების საერთაშორისო კონგრესი (NbS International Congress 2026) გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა.

ქალაქების ფესტივალი ( Cities Festival ) ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალაქებისა და რეგიონების გაერთიანებას, მათ შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ პრაქტიკულ მიდგომებს ბიომრავალფეროვანი, ჯანსაღი და კლიმატური თუ სხვა გამოწვევების მიმართ უფრო მდგრადი ურბანული გარემოს შესაქმნელად, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა (Nature-based Solutions — NbS) და ურბანული ბუნების გეგმების (Urban Nature Plans — UNPs) მეშვეობით.

ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელმა, ნინო ჩხეტიამ ისაუბრა ქობულეთის მუნიციპალიტეტი მისი ბუნებრივი რესურსების შესახებ, ასევე Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტით LAP BLACK – „შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე“.

ღონისძიებებში მონაწილეობა შესაძლებლობა იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის, საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში წარმოეჩინა საკუთარი საქმიანობა, გაცნობოდა ევროპული ქალაქების წარმატებულ პრაქტიკას და გაეღრმავებინა თანამშრომლობა საერთაშორისო ქსელებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.

Skip to content