18 ნოემბერს, 15:00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი“-სა და ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის ქვეპროგრამების განხილვის შესახებ;
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, წერეთლის ქუჩა N8-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 76.33 კვ.მ საერთო ფართი (ს/კ 20.37.02.172.01.504), შემდგომში იქ მცხოვრები მოქალაქე ზინა მუმლაძეზე გადაცემის მიზნით-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ქ. ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზირი N291-ში მდებარე 1224,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.01.562) 195,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი);
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ქ. ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზირი N279-ში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე 46824,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.01.258) 60,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი);