ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით პაპუნაიშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა მოისმინეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის, ლევან გოგიტიძის მოხსენება, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე უძრავ ქონებაზე საიჯარო საფასურის განსაზღვრასა და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილებების და დამატების საკითხებს შეეხებოდა.

