ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.
სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გელა გოგიტიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტი წარადგინა.
