ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის — გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის, დაბა ჩაქვი–კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირებისა და ქობულეთის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხები განიხილეს.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ მიმოხილვის ცნობად მიღებას.
ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების საიჯარო საფასურის განსაზღვრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ქონების გადაცემის საკითხები.
სხდომაზე იმსჯელეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026–2028 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.



