ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია ბასიაშვილს, მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს წარუდგინა დაბა ჩაქვში, აბაშიძისა და მეგენეიშვილის ქუჩების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმისა და ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის — გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის საკითხები.
დღესვე, კომისიის სხდომაზე, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა, ლევან გოგიტიძემ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარადგინა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონების საიჯარო საფასურის განსაზღვრას ეხებოდა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით პაპუნაიშვილი უძღვებოდა.
