ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

სტაჟირების მსურველებს, განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის  (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით შეუძლიათ.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განყოფილებაში:
საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება – https://vacancy.hr.gov.ge/JobPr…/UserOrgVaks/Details/101418…
შერჩეული კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან  31 დეკემბრის ჩათვლით.
Skip to content