განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეს მოუსმინეს, რომელმაც მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ისაუბრა.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯიხანჯურისა და ცეცხლაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხზე.

Skip to content