ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შინდისის გმირების ხსოვნას.
სხდომაზე დეპუტატებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 3 მილიონ 761 ათასი 714 ლარით გაიზარდა და 110 მილიონ 683 ათასი ლარი შეადგინა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.
