საკრებულოს სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.
სხდომაზე იმსჯელეს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ადგილობრივი გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტზე.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე საცხოვრებელი ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის საკითხს. ასევე, განიხილეს ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა №90-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტიც.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონების საიჯარო საფასურის განსაზღვრის საკითხებს.
Skip to content