დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით პაპუნაიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ადგილობრივი გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი.
კომისიამ ასევე იმსჯელა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ჩაქვში, აჭარის ქუჩა №7-ში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
ასევე, განიხილეს ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა №90-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი
სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონების საიჯარო საფასურის განსაზღვრის საკითხებზეც.
