ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით წულუკიძე უძღვებოდა.


