საკრებულოს სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის საკითხს, რომელიც ითვალისწინებს ცალკეული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან შეტანა-ამოღებას.
ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა უძრავი ქონების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები.
სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ირმა მეგრელიძემ, წარმოადგინა გაერთიანების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში.
Skip to content