სახალხო ზეიმი „ზურაბობა“

პოეტ ზურაბ გორგილაძის იუბილისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი „ზურაბობა“ გაიმართა.

სოფელ გორგაძეებში, პოეტის სახლ-მუზეუმში ზურაბ გორგილაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები შეიკრიბნენ. სტუმრებმა პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას, გაიხსენეს მისი ცხოვრება და შემოქმედებითი გზა, წაიკითხეს ზურაბ გორგილაძის ლექსები და მოისმინეს მუსიკალური ნომრები.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილეები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Skip to content