ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსს მოუსმინეს.

ლევან გოგიტიძემ კომისიის წევრებს წარუდგინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებების შეტანისა და ცალკეული ობიექტების ამოღების საკითხები. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე წლიური საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

სხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით პაპუნაიშვილი უძღვებოდა.

Skip to content