ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც დაბა ჩაქვში არსებული უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სისტემური წესით სახელდებას, ასევე რიგ შემთხვევებში არსებული ქუჩების გავრცელების არეალების ცვლილებასა და დაზუსტებას ითვალისწინებს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.
