საკრებულოს სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 41 საკითხი განიხილეს. დღის წესრიგში წარმოდგენილი იყო როგორც ბიუჯეტის შესრულებასთან და მუნიციპალურ პროგრამებთან დაკავშირებული, ასევე ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურული მიმართულების საკითხები.

მერის პირველ მოადგილეს, გელა გოგიტიძეს მოუსმინეს, რომელმაც მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ მიმოხილვა წარადგინა.

მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, თეონა გეგიძემ, სხდომაზე წარადგინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების საკითხი.

საკრებულოს წევრებმა ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების მიხედვით შესაბამისი პროექტების დამტკიცებას.

დღესვე, მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა, ლევან გოგიტიძემ, საკრებულოს წარუდგინა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა უძრავი ქონების წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის საკითხები, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლიურად გასაცემი იჯარების საკითხიც.

Skip to content