ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა

🔷️ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალებს 18 წლიდან ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 19 ივნისი.

განცხადებები მიიღება 📍 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,
ასევე 📩 ელექტრონულად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – kobuletimunicipality@gmail.com

მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთი პროექტი არაუმეტეს 5000 ლარით იქნება დაფინანსებული. პროგრამა ფინანსდება გამარჯვებული პირის თანამონაწილეობით.
თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10 %–ს.
ეროვნული უმცირესობები, შშმ პირი ქალი, შშმ პირის დედა, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, იძულებით გადაადგილებული ქალები თავისუფლდებიან თანამონაწილეობის ვალდებულებისგან.

დამატები ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 📲 599 85 63 61

ბიზნეს – იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე 👇

საგრანტო-პროექტი-განაცხადის ფორმა word-ის ფორმატში   

 

 

Skip to content