ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რიგი ქონებების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებების შეტანისა და ამოღების საკითხები. ამავე სხდომაზე განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების მიხედვით შესაბამისი პროექტების დამტკიცების საკითხი.
დღესვე მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა, ლევან გოგიტიძე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა უძრავ ქონებაზე წლიური საიჯარო საფასურის საკითხები წარმოადგინა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით პაპუნაიშვილი უძღვებოდა.
