საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით წულუკიძე უძღვებოდა.
დავით წულუკიძემ კომიის წევრებს გააცნო ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N12 დადგენილებაში ცვლილებასთან დაკავშირებით და ასევე, მიაწოდა ინფორმაცია N13 დადგენილებაში შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც უკავშირდება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცებას.
Skip to content