საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ა(ა)იპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.

Skip to content