განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი არსებული ქალაქმშენებლობითი პარამეტრების შეცვლის მიზნით მომზადდა შპს „არტ-დიზაინი+“ ის საპროექტო ჯგუფის მიერ დამკვეთის (შპს „აჭარა მოტორს ჯორჯია“) დირექტორის გიორგი ზედგენიძის საპროექტო დავალების, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის საფუძველზე.
გეგმარებითი ერთულის მდებარეობა და აღწერა
- საპროექტო გეგმარებითი ერთეული ( ს/კ: 20,42,09,066) საერთო ფართით 6400,0 კვ.მ მდებარეობს ქ. ქობულეთში, მემედ აბაშიძის I შესახვევი,N2-ში, (შპს „აჭარა მოტორს ჯორჯია-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქობულეთის სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის მომდებარედ განლაგებულ კვარტალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე კინტრიშის მიმდებარედ, რომელსაც სამხრეთის მხრიდან გეგმარებითი ერთეულის საზღვის მთელ პერიმეტრზე ესაზღვრება მემედ აბაშიძის I შესახვევი; დასავლეთის მხრიდან დაბალი ინტენსივობის მქონე მცირე განაშენიანება; აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება ნიკო მემედ აბაშიძის ქუჩა, ხოლო ჩრილოეთის მხრიდან ესაზღვრება მდინარე კინტრიში. გეგმარებითი ერთეული ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 2,3 კმ-ით ხოლო რკინისგზის სადგურიდან 0,83 კმ-ით.
დაგეგმვის საჭიროება და ინიციატივა
- გეგმარებითი ერთეულის დაგეგმვის საჭიროებას განაპირობებს ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 27/11/2025 წლის ბ114.114253315 ბრძანებით დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე შპს „აჭარა მოტორს ჯორჯია -ს საპროექტო დავალებით მოთხოვნილი ქალაქგეგმარებითი პარამეტრების ცვლიება, რაც აისახება შემდეგში: ინიციატორის -საკუთრებაში/დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთის მიწის ნაკვეთის (ს.კ. 20.42.09.066, ფართობი 6400,00 კვ.მ.) განვითარების მიზანია საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყოს სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი; ხოლო გეგმარებით ერთეულში შემავალი, სსიპ თვითმმართველი თემი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 20.42.09.360, ფართობი 453,00 კვ.მ.) მოაწყოს საზოგადოებრივი სკვერი.
- ვინაიდან ქ. ქობულეთის განაშენიანების გეგმის ფუნქციური ქვეზონების რუკის შესაბამისად გეგმარებით ერთეულში მდებარე საროექტო ტერიტორია/ები(მიწის ნაკვეთი (ს.კ. 20.42.09.066, ფართობი 6400,00 კვ.მ.) მიეკუთვნება საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ (სზ-3) ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
(სზ-3) ზონაში დადგენილი კოეფიცენტებია:
- მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) = 0,5;
- მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) = 1,8;
- მიწის ნაკვეთების გამწვანებისკ ოეფიციენტი (კ-3) = 0,3
ქ. ქობულეთის განაშენიანების გეგმის ფუნქციური ქვეზონების რუკის შესაბამისად გეგმარებით ერთეულზე დადგენილი გეგმარებითი გარემოებები (კერძოდ კოეფიცენტები) არ იძლევა დასახული მიზნის განვითარების საშუალებას, აქედან გამომდინარე გეგმარებით ერთეულში სრულფასოვანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობის შესაძლებლობისათვის საპროექტო ნაკვეთის მესაკუთრის (ინიციატორის) მიერ, კერძო ინიციატივის ფარგლებში გდგ შემუშავების ამოცანას წარმოადგენს, ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმით, საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)-ში დადგენილი კოეფიცენტებისა და პარამეტრების ცვლილება აქედან გამომდიბარე გდგ პროექტის შემუშავების მიზანს წარმოადგენს, გეგმარებით ერთეულში (მიწის ნაკვეთი (ს.კ. 20.42.09.066, ფართობი 6400,00 კვ.მ.)) კოეფიცენტებისა და პარამეტრების შემდეგნაირად ჩამოყალიბის მოთხოვნა:
1) დადგენილი (სზ-3) საცხოვრებელი ზონა დარჩეს უცვლელად
2) კ-1= 0.5=3000,0 კვ.მ. (დადგენილი კ-1 კოეფიცენტი რჩება უცვლელი)
3) კ-2= 7,0.=44800,0 კვ.მ. (მოთხოვნილია კ-2 კოეფიცენტის გაზრდა)
4) კ-3= 0,1=640.0 კვ.მ. (მოთხოვნილია კ-3 კოეფიცენტის შემცირება)
5) საპროექტო შენობების მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვროს 80 მ-ით.
6) მიწისქვედა დახურული ავტო პარკინგი (საპარკინგე ლიფტების გამოყენებით) 220 მანქანაზე .
- მაკომპენსირებელი ღონისძიება:
ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილების სანაცვლოდ თანახმად ხელშეკრულებისა მაკომპენსირებელი ღონისძიებად განისაზღვრა, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიცენტის
(კ-2) გადამეტებით ნამატი ფართის ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობით აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგენილი თვითღირებულების 1% თანხის ბიუჯეტში შემოტანა მშენებლობის ნებართვის მიღებამდე.
შენიშვნა: საპროექტო გადაწყვეტით საპროექტო ტერიტორული ერთეულის ფუნქციური ზონირების ცვლილება არაა განსაზღვრული.
შპს აჭარა მოტორსი