ქობულეთის მუნიციპალიტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით წულუკიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე მერიის იურიდიული განყოფილების უფროსს თეონა გეგიძეს მოუსმინეს, რომელმაც მერიის საშტატო ნუსხის, მერიის დებულების და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ პროექტები წარადგინა.
