ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.
სხდომაზე ა(ა)იპ ქობულეთის სოფლის წყლის, ა(ა)იპ ქობულეთის გამწვანების, შპს ქობულეთის ტრანსრეგულირების, ა(ა)იპ ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრისა და ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრის 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები განიხილეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.
    
Skip to content