31 მარტს, 12:00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2026 წლის 23 მარტის N14-11426082268 მომართვა -შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირება“-ს მიერ მგზავრობის მიმართულებებისა და მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ;
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ლევან გოგიტიძე)
2. ა(ა)იპ ,,ქობულეთის სოფლის წყალი“-ს 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;
(მომხსენებელი: სულიკო თხილაიშვილი)
3. ა(ა)იპ ,,ქობულეთის გამწვანება“-ს 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;
(მომხსენებელი: ზვიად რომანაძე)
4. შპს ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება“-ს 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;
(მომხსენებელი: მერაბ პაპუნაიშვილი)
5.ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი“-ს 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;
(მომხსენებელი: გუგული ნემსაძე)
6.გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ,,ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,მხედრული“-ს 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;
(მომხსენებელი: ბადრი ცეცხლაძე)
7.ა(ა)იპ ,,ქობულეთის კულტურის ცენტრი“-ს 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ;
(მომხსენებელი: სოფიო მოწყობილი )