დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში მოეწყო სალონური შეხვედრები,  სადაც განსახვავებული პროფესიის ქალბატონებმა თავიანთ  გამოცდილებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

კულტურის სახლის საგამოფენო სივრცეში პატარების მიერ შესრულებული ნახატები გამოიფინა, რომელიც 3 და 8 მარტის თემატიკაზე არის შექმნილი.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმატებული ქალები.

დასკვნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ისტორიები სხვადასხვა პროფესიის 10 ქობულეთელი ქალის ცხოვრებასა და საქმიანობაზე – ,,ეს ჩვენი ისტორიაა”

ფადიკო გოგიტიძე – პირველი მფრინავი ქალი;

ნატო ქათამაძე – კინტრიშის ხეობის მცველი;

მარია ზედგინიძე – პიანისტი;

ფერიდე ნიჟარაძე – იურისტი;

ფათუშა დუმბაძე – პოლიტიკოსი;

ლიდია დუმბაძე – ეფენდიევის სახლთან დაკავშირებული ისტორიები;

ნინო ჯავახიშვილი – აკადემიკოსი;

მარიამ კონცელიძე – გმირი პედაგოგი, რომელმაც ათობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა;

ოლგა მილოვა – წერილები ჯეკ ლონდონთან.

ნათელა ჩელებაძე – სოციალისტური შრომის გმირი.

კვირეული მუსიკალურად თათული კილაძემ, ნინი ყულეჯიშვილმა და  ადგილობრივმა შემსრულებლებმა გააფორმეს.

   

 

Skip to content