საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერის პირველმა მოადგილემ გელა გოგიტიძემ წარადგინა.
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 105 მილიონ 859 300 ლარს შეადგენს.

Skip to content