30 იანვარს, 12:00 საათზე,  გაიმართება  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა

30 იანვარს, 12:00 საათზე,  გაიმართება  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა.

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;

(მომხსენებელი:   ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის  უფროსი ლევან გოგიტიძე)

2. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აპრილის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 (მომხსენებელი:   ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის  უფროსი ლევან გოგიტიძე)

3.საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ;

 (მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)

4. ,,ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა  და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2019  წლის 29 ნოემბრის  №11 დადგენილებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე;

(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)

5. „ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 20.42.12.355) განაშენიანების    დეტალური  გეგმის  დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის  N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)

6. ,,ქობულეთის  ტერიტოტიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ ქობულეთის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)

Skip to content