საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ქობულეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის მთავარი პარამეტრები ქობულეთის მერის პირველმა მოადგილემ გელა გოგიტიძემ წარადგინა და ბიუჯეტთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 101 449 800 ლარს. მომავალ წელს პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა იქნება. ჯანდაცვის მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 16 783 663 ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე დაგეგმილია 40 868 698 ლარის დახარჯვა.

დღეს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა, თავმჯდომარის იოსებ ჟღენტის ხელმძღვანელობით, დადებითად გადაწყვიტეს დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ 31 საკითხი.

Skip to content