დღეს, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის და მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.
