ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა. სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
