19 ნოემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის ქვეპროგრამების განხილვის შესახებ;
2. ,,ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს/კ 20.42.04.607, ს/კ 20.42.04.608, ს/კ 20.42.04.823 და ს/კ 20.42.04.804) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 ოქტომბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. „ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
4. ქ. ქობულეთში, მეგობრობის ქუჩაზე (26 მაისის 1 და 2 შესახვევებს შორის) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.08.042) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ;
5. ,,ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.12.355) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14 ივნისის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
7. მოძრავ ქონებაზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ა(ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება);