„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობისთვის (ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბუკნარის მიმდებარედ, სასტუმრო კომპლექსისთვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა-ექსპლუატაცია) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „ბლექ სი რიზორთის“ მიერ ა/წ 3 ნოემბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/374ab8d1-233e-4a88-94c1-5d4fabd574b5.
b104957a-68b2-4d97-8b09-046eb1afca9e