იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით წულუკიძე უძღვებოდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქალთა  და  ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ იმსჯელა. აღნიშული საკითხის გარდა, სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და   მუნიციპალიტეტს   შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების  ხელშეკრულების საკითხი განიხილეს.

Skip to content