განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა სოფელ ცეცხლაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ერთობლივი განცხადება განიხილეს, რომელიც ცეცხლაურის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო ქუჩაზე ქართველი მეფის გიორგი ბრწყინვალეს სახელის მინიჭებას ეხება.

Skip to content