ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე, ქ. ქობულეთში, დავით მესხიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს ტიპის აპარტამენტების (დასასვენებელი სახლი) და ლეონიძის ქუჩა N6-N6ა, N4ა-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცეს.






