ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქ. ქობულეთში, დავით მესხიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.21.131) სასტუმროს ტიპის აპარტამენტების (დასასვენებელი სახლი) მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმისა და ქ.ქობულეთში, ლეონიძის ქუჩა N6-N6ა, N4ა-ში (ს/კ 20.42.09.681)მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.