ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
„ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N291 არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 20.42.01.560) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14 ივნისის N09 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
„ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 20.42.02.139; ს/კ 20.42.02.233 და ს/კ 20.42.13.098) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“- დადგენილების პროექტის თაობაზე;
„ქ. ქობულეთში, დავით მესხიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.21.131) სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ;
-ა(ა)იპ „ქობულეთის სანდასუფთავება“-ს საკუთრებაში არსებული მოძრავ ქონებაზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის 50%-ით შემცირების შესახებ.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.