ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა. სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.
სხდომაზე ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილს მოუსმინეს, რომელმაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების 2025 წლის საკურორტო სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით მერზე თანხმობის მიცემის, საიჯარო ფასების განსაზღვრისა და მოსახლეობისათვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის საკითხები წარმოადგინა.
ასევე, იმსჯელეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების მიხედვით შესაბამის პროექტებზე.
საკრებულოს სხდომაზე გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ,,ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,მხედრული“-ს დირექტორმა ბადრი ცეცხლაძემ 2024 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.