ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.

კომისიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების მიხედვით შესაბამისი პროექტები განიხილეს.

დღესვე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების  2025 წლის საკურორტო სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის, საიჯარო ფასების განსაზღვრისა და მოსახლეობისათვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ იმსჯელეს.

 

Skip to content