

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში, მეთორმეტე კლასელებისთვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 851 -მა მოსწავლემ დაამთავრა.
” გილოცავთ ახალგაზრდებო ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას.
წინ სიახლეებით, გამოწვევებით, წარმატებებით სავსე წლები გელოდებათ.
გვჯერა აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს.
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ წლებს.
ყოველთვის ვიქნებით თქვენი გულშემატკივარი, მხარდამჭერი “- ირაკლი ცეცხლაძე